კრიმინალი

ვარკეთილის მეტროსთან კაცმა მეგობარი დანით ყელის არეში დაჭრა და მიიმალა

თბილისში, მეტრო „ვარკეთილთან“ ახალგაზრდა კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეგობარს დანით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

არსებული ცნობით, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც Newshub-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ეჭვმიტანილი ჯერჯერობით, დაკავებული არ არის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,387 ნახვა