პოსტები სოციალური ქსელიდან

გელა ზედელაშვილი: „შეშლილთა ბანაკი ტ@@@@ს მიემგზავრება”

შეშლილთა ბანაკი ტრაკს მიემგზავრება!,-ასე ეხმაურება ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ბათუმში, საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით ატეხილს აჟიოტაჟს.

მისი თქმით, თუ სახელმწიფომ ამ ადამიანებს არ მიხედა და კანონის ჩარჩოებში არ მოაქცია, კიდევ მრავალჯერ ,,შეეშლებათ” და ერთხელაც ისე შეეშლებათ, შეიძლება მთელი ქვეყანა გადაიყოლონ

„ყვარელში ,,შეეშალათ” – რუსის ნაცვლად ებრაელი გააძევეს!

თბილისში ,,შეეშალათ” – ამერიკელების დაწერილი კანონი რუსული ეგონათ და ლამის მთელი რუსთაველი გადაბუგეს!

მანამდე საფრანგეთისა და აშშ-ის მოქალაქე, ასევე ებრაელი პოზნერი ჯაან რუსი ეგონათ და გააძევეს!

კრემლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჰელენ გოგიევიჩი პროდასავლელი ჰგონიათ და ერთ-ერთ ჯაან ,,უმფროსად” უზით!

ქარაქუცა ჭიჭიკო ვაშაძე ბინებს რუსებზე აქირავებს და მაინც ოკუპანტების წინააღმდეგ ჯაან მებრძოლი ჰგონიათ!

,,ვივამედში” დამწყვდეული ,,კაგებეს” ეფრეიტორი დემოკრატიის შუქურა ჰგონიათ და იძახიან – ,,ფრიიიიიიი, მიშაო”!

ტრაკში დაჭრილი ბექა გრიგორიანი დემონებთან მებრძოლი ჰგონიათ და ტაშს უკრავენ!

გუშინაც ,,შეეშალათ” – ტრაპზონიდან შემოსული კრუიზი სოჭიდან შემოსული ეგონათ და ტურისტების მრავალრიცხოვანი ლაშქარი უკან გააბრუნეს, შეიძლება იქ რუსები საერთოდ არ იყვნენ!

თქვენ გგონიათ, მარტო ახლა ,,ეშლებათ”?

არა, ადრეც ,,ეშლებოდათ”… მაგალითად, ერთ-ერთს, რომელიც შეშლილთა ე.წ. აქციებს აფინანსებს, როცა ,,გეპეის” კომკავშირის მდივანი იყო, მერაბ კოსტავა მოღალატე ეგონა და სკამის გადაჭრილი ფეხით დასდევდა, ერთხელ პალტოც შემოახია!

იცით, ერთ-ერთ ამათ იდეოლოგს, რომელსაც ერეკლე მეორე მოღალატე ჰგონია, რა შეეშალა? 1970-იან წლებში ,,ნასედკობა” კაცობაში აერია და საკუთარი ძმა მილიციას დააჭერინა. შემდეგ თვითონაც რომ დაიჭირეს, ციხის ,,უმფროსის” სახელზე პატაკებს წერდა, შემეშალა, ოღონდ აქედან გამიშვით, მეტს აღარ ვიზამო. როცა გამოუშვეს, დისიდენტად მოინათლა და დღეს ჭკუასაც ეკითხებიან, აშკარად ,,ეშლებათ”!

აგერ, რამდენიმე წლის წინათაც ,,შეეშალათ”… თან იძახიან, პროდასავლელი პოლიტიკოსები ვართო და თან კიდე პრეზიდენტობის კანდიდატად ,,კაგებეშნიკი” ვაშაძე წარმოგვიდგინეს. მეტიც, ,,პიარშიკებად” რუსები ჩამოიყვანეს და მოსახლეობას არწმუნებდნენ, ესენი ისინი არ არიან, თქვენ რომ გგონიათო!

რამდენი ჩამოვთვალო?

ყველაფერი რომ გავიხსენო, ამ წლის ბოლომდე ვეღარ მოვრჩები!

ჩემ ბალღობაში ერთი კარგი ფილმი გამოვიდა სათაურით: ,,ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება”. რომანტიკული ნაწარმოები იყო, მომწონდა.

ამათ საქციელზე იმ ფილმის სათაური ამეკვიატა, ოღონდ გადმოკეთებულად – ,,შეშლილთა ბანაკი ტრაკს მიემგზავრება”. ბოდიში უხამსი სიტყვისთვის, მაგრამ ესენი მართლა შეშლილები არიან და ცის ნაცვლად ტრაკს მიემგზავრებიან!

აბა, კარგად დააკვირდით სურათებს, თქვენი არ ვიცი და… მე აქ ქართულ სახეებს თითქმის ვერ ვხედავ… თუ ვინმეს ქართული იერი დაჰკრავს, სიშტერესაც ადვილად შეამჩნევთ.

აშკარაა, ესენი ის ზომბირებული კრეტინები არიან, წერას ატანილი სირთაოზები რომ მართავენ!

დასკვნა: თუ სახელმწიფომ ამათ არ მიხედა, თუ კანონის ჩარჩოებში არ მოაქცია და არ დასაჯა, კიდევ მრავალჯერ ,,შეეშლებათ” და ერთხელაც ისე შეეშლებათ, შეიძლება მთელი ქვეყანა გადაიყოლონ!

ეს არის ერთგვარი ტერორი!

დაუშვებელია, ქვეყანაში არსებობდნენ ტერორისტული ძალები, რომლებიც არ ემორჩილებიან არც კანონს, არც ადათს, არც წესს, არც ტრადიციას, არც მორალს და საერთოდ, არ გააჩნიათ არანაირი საზღვრები!

წარმოგიდგენიათ, რას აკეთებენ კეზერაშვილები, ხაზარაძეები, ჭყონიები, ჭუტაანები, ალასანიები, დეგნანები, ფოტიგები, კუბილიუსები, იუკნევიჩიანები თუ მარკეტები?

არა, ხედავთ, ჩვენს ქვეყანას როგორ არყევენ, არცხვენენ და როგორ ზარალში აგდებენ?!

ისე, რაღა დაგიმალოთ და… მე პირადად მეგონა, ადგილობრივების შიშით შეშლილთა ბანაკი ამდენს ვერ გაბედავდა, მაგრამ გაბედეს და თავზეც გადაიფსეს – მერე? არც არაფერი, მგონი ხმა არავის ამოუღია!

ჰა, ხალხო, ბიზნესმენებო, დასქმებულებო, საოჯახო სასტუმროების მფლობელებო, გამყოლებო და გამომყოლებო, ამდენი კლიენტი ცხვირწინ რომ აგაცალეს ფუკასავით – ეგ არაფერი? გავატარეთ? ვითომც ვერ დავინახეთ? მაინც და მაინც ,,ავრორა” უნდა მოგადგეთ და გესროლოთ, რომ თავი შეიწუხოთ?!

არ ვიცი, თუ ვცდები, მითხარით და ბოდიშს მოვიხდი!“,-წერს გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,779,035 ნახვა