საზოგადოება

შოვის საშინელ მეწყერს არანაკლებ საშინელი მენტალური მეწყერი მოჰყვა

შოვის საშინელ მეწყერს არანაკლებ საშინელი მენტალური მეწყერი მოჰყვა,-ასე ეხმაურება სოსო მანჯავიძე შოვის ტრაგედიაზე საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას.

„დაგროვილი ბოღმა, სიძულვილი, ამბიციები, აგრესიული და პრეტენზიული უმეცრება, პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრებით დაუკმაყოფილება, ზოგადად, ადამიანური მოდგმისთვის დამახასიათებელი ყველა ეროზიული სულიერი ქანი მოწყდა, ჩამოიშალა და ერთ დიდ მღვრიე, შეუკავებელ ღვარცოფად გადაიქცა, რომელიც წალეკვით ემუქრება საღ აზრს.

ისეთ სიგიჟეებს ვკითხულობ და იმდენი ხალხი ეთანხმება ამას, რომ სასოწარკვეთა გეუფლება ადამიანს.

რომელი ერთი გამოვყო.

მაგალითად, დავით ამირეჯიბი ამტკიცებს ( ილიაუნის სიამაყე, ფილოსოფოსი, ნაც -აქტივისტი), რომ ეს ყველაფერი პუტინმა მოაწყო, რაჭაზე შური იძია (!) , ხოლო კალაძეს, როგორც თავის აგენტს, წინასწარ შეატყობინეს ამის შესახებ.

ზოგიერთი სრული დარწმუნებულობით იძახის, რომ ეს კატასტროფა ამერიკელებმა ,,ჰაარპის” მეშვეობით მოგვიწყვეს.

ზოგი ხეების მოჭრას აბრალებს ამ ტრაგედიას, თუმცა არ მესმის, რა კავშირშია ეს მყინვარის დნობასთან, ან როგორ უნდა მოეჭრათ და გამოეტანათ იმ ხეობიდან ხეები.

ზოგი კალაპოტის შეცვლას, რომელიც 70 წლის წინ გაკეთდა.

სოროსის წიწილა ,,მთის ამბები” ჩვეულებისამებრ იტყუება და ბრდღვიორას და ბუბას შეგნებულად ურევს ერთმენეთში.

და ა.შ. და ამგვარები.

ეს ყველაფერი უაპელაციოდ და აგრესიული ტონით.

ძალიან ცოტა ადამიანს უნდა, გაიგოს მომხდარის ობიექტური მიზეზები.

ე.წ. ,,ბაზრის სტიქიაზე” მინდობა და სახელმწიფოს ფუნქციის დაკნინება, გრძელვადიანი სტრატეგიის უქონლობა ძირითადად იმ ადამიანების იდეოლოგიაა, ვინც დღეს ყველაზე მეტად ყვირიან.

ამ იდეოლოგიის მთავარი ნაწილი კი მათი დესტრუქციული ყვირილის თავისუფლებაა.

ეს იდეოლოგია შეუძლებელს ხდის რაიმე ტიპის გეოლოგიური, ტექნოგენური, სოციალური და პოლიტიკური კატასტროფების თავიდან აცილებას, იმის გამო, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტს ებრძვის-ამიტომ ყველა ეს პრობლემა მეწყრულ და ღვარცოფულ ხასიათს იძენს.

მეორეს მხრივ, მხარს უჭერს მედიების დესტრუქციას, რომელმაც კარგა ხანია მიიღო მენტალური მეწყერის სახე.

ცხადია, ეს მეწყრული პროცესები გაძლიერდება, თუ არ შეიცვალა ეს მოჯადოებული წრე, როდესაც მთავარი დამნაშავეები თვითონ გამოდიან პროკურორების როლში“,-წერს სოსო მანჯავიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,134 ნახვა