პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ჯოზეფ ბორელთან განვიხილეთ საქართველოს მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე, ველოდებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს წელს, საქართველო ევროპაა

განვიხილეთ საქართველოს მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენი წარმატება 12 პრიორიტეტის შესრულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან. განვიხილეთ საქართველოს მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენი წარმატება 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესზე საპასუხოდ, ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას წელს! საქართველო ევროპაა“, – წერს ღარიბაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,759,127 ნახვა