კრიმინალი

სროლა თბილისში – დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია ერთი პირი. 

არსებული ცნობით, დაპირისპირებაში, რომელიც გვიან ღამე მოხდა, 10-მდე პირი მონაწილეობდა. დაპირისპირებას წინ უძღოდა წარსულში არსებული კონფლიქტი. 

შემთხვევის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. ტყვია მოხვდა ერთ-ერთ გამვლელსაც. 

ამავე ცნობით, კონფლიქტში მონაწილე ერთ პირს ბარძაყის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული, მას 5-ჯერ ესროლეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,248 ნახვა