კრიმინალი

ონში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 32-ე ცხედარი იპოვეს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 32-ე ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ცხედარს მდინარე ჭანჭახის კალაპოტში მიაკვლიეს. 

ამ დროისთვის, გრძელდება ერთი დაკარგულის სამძებრო სამუშაოები.

„ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი“, – აცხადებენ შსს-ში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,966 ნახვა