ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტებზე იმსჯელა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტების ზოგადი პრინციპები გააცნო, რომლის თანახმადაც, სამართლიანობის აღდგენა მოხდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის და ისინი სამართლებრივი დაცვის გარანტიებს მიიღებენ.

„საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას და, შეიძლება ითქვას, მათ გათანაბრებას სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტში 7 კანონპროექტია.

კომიტეტმა ასევე ზოგადი პრინციპების დონეზე – პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილება გამოწვეულია კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ხარვეზებით, ზოგადად ეს ცვლილებები მიზნად ისახავს მოქნილ ადმინისტრირებას, ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის და სოციალური მუშაკის განმარტებები და ა.შ.

კომიტეტმა ორივე საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,768,197 ნახვა