ჯანდაცვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა პრემიერის გადაწყვეტილების საპასუხოდ სამადლობელი აქცია გამართეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ შენობა მანამ არ დაინგრევა, სანამ ახალი არ აშენდება, მადლიერების აქცია გამართეს. შეკრებილებმა პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადეს.

„ეს არის საზეიმო აქცია, სამადლობელი აქციაც. ჩვენ ვულოცავთ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, სრულიად სამედიცინო საზოგადოებასა და მთელ საქართველოს რესპუბლიკური საავადმყოფოს არამარტო გადარჩენას, არამედ მისი აღორძინების დასაწყისს. გვინდა, დიდი მადლობა ვუთხრათ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ძალიან დიდი გულისყურით მოგვისმინა, გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები და მიიღო ჩვენთვის ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება“, – აღნიშნავს რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი, მალხაზ გოგუა. 

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში საავადმყოფოს მედპერსონალს, პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ახლის აშენებამდე არ დაინგრევა, რეორგანიოზაციის პროცესი კი შეჩერდება.

მთავრობის მეთაურმა დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება საკითხის საუკეთესო გადაწყვეტაა, რომელიც, ერთი მხრივ, საავადმყოფოს სრულად განახლების შესაძლებლობას და, მეორე მხრივ, საავადმყოფოს პერსონალის ლეგიტიმური ინტერესების სრულად დაცვას უზრუნველყოფს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,606 ნახვა