პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე – თანხმობის გარეშე წავიდა, რასაც პირდაპირ კრძალავს საქართველოს კონსტიტუცია, შესაბამისად დაირღვა ქვეყნის ძირითადი კანონი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე გადაცემა „იმედი LIVE“- ში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმპიჩმენტის საკითხზე მისი მოლოდინი სამართლებრივ მოცემულობას ეფუძნება.

„სინამდვილეში ხდება რა: პრეზიდენტმა განახორციელა სამუშაო ვიზიტი, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, რაც რა თქმა უნდა, ნიშნავს მოლაპარაკებებს, რაც ნიშნავს რომ საგარეო ურთიერთობებს ეხება ეს ყველაფერი. მან იცოდა რომ თანხმობა უნდა მიეღო, იმიტომ, რომ მიმართა მთავრობას შესაბამისი თხოვნით. უფრო მეტიც, მან მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ინტერვიუებში, რომ მას სჭირდებოდა თანხმობა, არ ჰქონდა მიღებული ეს თანხმობა, არ დააფინანსა ბიუჯეტიდან შესაბამისი ვიზიტები, რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჰქონდა გაცნობიერებული მისი ვიზიტების არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური ბუნება. თანხმობის გარეშე წავიდა, რასაც პირდაპირ კრძალავს საქართველოს კონსტიტუცია, შესაბამისად დაირღვა ქვეყნის ძირითადი კანონი. მარტივად არის რეალურად ძალიან საქმე, ანუ სამი დღე დავუთმეთ სინამდვილეში უმარტივესი კაზუსის ამოხსნას, იმიტომ რომ ხდებოდა დისკუსიების ხელოვნურად გაბევრება, რაზეც საერთოდ არ იყო სამსჯელო ამაზეც კი გვიწევდა მსჯელობა ხელოვნური იყო აბსოლუტურად ეს ყველაფერი.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაია კოპალეიშვილმა სრულიად აბსურდული განცხადებები გააკეთა.

„აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ ადამიანი რომელსაც პროფესორი ჰქვია ამბობს, რომ საქართველოში პრეზიდენტი მართავს თავდაცვის ძალებს, წარმოუდგენელი რამეა, როცა ამბობს რომ კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოებს პრეზიდენტი, ისეთი წარმოუდგენელი რაღაცებია, ეს არის იგივე იმ უნივერსიტეტის შეურაცხყოფა, სადაც ეს ადამიანი ასწავლის, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეურაცხყოფა, როდესაც მისი პროფესორი საზოგადოების თვალწინ ასეთ რაღაცებს ამბობს, რაც პირველი კურსის სტუდენტმაც იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში არც თავდაცვის ძალებს მართავს და არც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,767,841 ნახვა