კრიმინალი

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, მიტოვებულ შენობაში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, 49 წლის ქალი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს, შემდეგ კი მიტოვებული შენობაში გადამალეს. 

საქართველოს მოქალაქეს 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, მის კვალზე თურქეთის პოლიცია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით გავიდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა 16–ჯერ ნასამართლევმა პირმა ჩაიდინა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,794 ნახვა