სელებრითები

რობერტ დე ნიროს კომპანია, გენდერული დისკრიმინაციის საქმეზე  $1,2  მილიონს გადაიხდის

Canal Productions ვალდებულია, მსახიობის ასისტენტ გრემ ჩეიზ რობინსონს კომპენსაცია გადაუხადოს . ამის შესახებ „ასოშიეითედ პრესი“ ნიუ იორკის სასამართლოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, პირადად, დე ნიროს პასუხისმგებლობა ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ დაადგინეს. 

თავის საჩივარში გრემ რობინსონი ამტკიცებდა, რომ დე ნირო მის მიმართ იყენებდა სექსისტურ გამონათქვამებს, აიძულებდა, ზურგი მოეფხანა და შეესრულებინა დავალებები, რომელიც არ შედიოდა მის მოვალეობაში. მაგალითად, მოეწყო ნიუ იორკის თაუნჰაუსი რობერტ დე ნიროსა და მისი შეყვარებულისთვის. რობინსონის თქმით, მას ექცეოდნენ, როგორც სამსახურის ცოლს- მისგან ითხოვდნენ ჰალსტუხის შეკვრას, პერანგზე ღილის დაკერებას, ტანსაცმლის მოვლას და ა.შ.

გარდა ამისა, რობინსონი აცხადებდა, რომ კომპანიაში მამაკაცებს უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ, ვიდრე მას. მისი სამსახურიდან დათხოვა კი, რობინსონის აზრით, დე ნიროს შეყვარებულის, ტიფანი ჩენის ბრალია, რადგან ის უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით თაუნჰაუსში. 

საბოლოოდ, დე ნიროს კომპანია ყოფილ ასისტენტს  $632 ათას-ს ორჯერ გადაუხდის.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,953 ნახვა