პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით

„როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ ნაციონალურ მოძრაობაში“ იმდენად ღრმად არის წასული დაპირისპირება, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება შეუძლებელია.

„როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე, არანაირი მანიფესტი არ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით. ორი კომიკური ფიგურაა – აქეთ ხაბეიშვილი, იქით მელია და ყოველდღიურად უზიარებენ საზოგადოებას წყენას ერთმანეთის მიმართ. ასეთ პირობებში რა მანიფესტი უშველის „ნაცმოძრაობას“ საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს. იმდენად ღრმად არის წასული ეს დაპირისპირება, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება შეუძლებელია. უფრო ღრმად ჩადის მათი რეიტინგი და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება“,- აღნიშნა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,990 ნახვა