პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს

“ნაცმოძრაობაში” მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს “ნაცმოძრაობაში” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ბოლო დროს განვითარებული პროცესები და შიდა დაპირისპირება პარტიის სისუსტეზე მეტყველებს.

“გრძელდება დაპირისპირება; აცხადებდნენ, რომ მელია აღარ იყო “ნაცმოძრაობის” წევრი, თუმცა, მელიამ, თუ არ ვცდები, 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია აუმხედრა ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება “ნაცმოძრაობის” შიგნით და ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ეს, რა თქმა უნდა, არის სისუსტის ნიშანი – “ნაცმოძრაობა” ძალიან დასუსტებულია და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა თავისთავად ის რღვევა, რომელიც გრძელდება “ნაცმოძრაობის” შიგნით.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,223 ნახვა