პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს – საზოგადოებას მეტი სცოდნოდა, ვინ ვის აფინანსებს. იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ევროკომისიას, რაც მისასალმებელია

ის, რომ ევროკომისია განიხილავს ზუსტად ანალოგიურ კანონპროექტს – აგენტების კანონი ჰქვია პირდაპირ დოკუმენტს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან შექმნილი აჟიოტაჟი იყო აბსოლუტურად ხელოვნური. ადამიანებს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი და შექმნეს ხელოვნური აჟიოტაჟი ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების ინტერესებში შედიოდა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვის აფინანსებს. მისივე თქმით, იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში ევროკომისიას, რაც მისასალმებელია.

„სინამდვილეში, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აბსოლუტურად ჯანსაღი მიზნები ჰქონდა. ერთადერთი რამ, რასაც საქართველოში ითვალისწინებდა იყო ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ფინანსური საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში, რაც არ უნდოდათ. უამრავი ფაქტი ნახა საზოგადოებამ, რომ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებოდა კონკრეტული ორგანიზაციების ექსტრემისტული ღონისძიებები, საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არავის სურდა. აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს აჟიოტაჟი, სინამდვილეში ამ კანონპროექტს აბსოლუტურად ჯანსაღი მიზნები ჰქონდა. როცა გამჭვირვალე ხდება არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები, ეს პირველ რიგში არის საზოგადოებისთვის, საზოგადოება ხედავს იმას, თუ ვინ აფინანსებს მაგალითად კარგ საქმეს, ან ცუდ საქმეს საქართველოში და ამის მიხედვით გამოაქვს დასკვნები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ მათ დონორებთან დაკავშირებით. ეს იყო კეთილშობილური საქმე, თუმცა ატყდა ხელოვნური აჟიოტაჟი, მოატყუეს ხალხი, მათ შორის სამწუხაროდ, კონკრეტული, მადლობა ღმერთს, ყოფილი დიპლომატები იყვნენ ჩართული საზოგადოების მოტყუებაში, ასეთ დროს შეიყვანეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში, რასაც ჩვენ ანგარიში გავუწიეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფრის მიუხედავად, არც მომავალში ვაპირებთ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს კანონპროექტი ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს. მთავარი მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის აფინანსებს. იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში, ევროკომისიას, რაც მისასალმებელია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,243 ნახვა