პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობაში“ ისეთი პროცესები ვითარდება, რომ ბოლოს, შეიძლება, კარის გამომჯახუნებელიც აღარავინ შერჩეთ, ისე დაიშალონ

„ნაცმოძრაობის“ რეალური სახე არის ის ფოტო, რომელიც ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა, სადაც არ ჩანს, ვინ არის ამ პარტიის თავმჯდომარე“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ პროცესებით, რაც „ნაცმოძრაობაში“ ვითარდება, პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის ცუდ შედეგებს მიიღებს.

„ნაცმოძრაობაში“ ისეთი პროცესები ვითარდება, რომ ბოლოს, შეიძლება, კარის გამომჯახუნებელიც აღარავინ შერჩეთ, ისე დაიშალონ. ამიტომაც, ვთავაზობთ „ნაცმოძრაობას“, რომ, ზოგადად, გააუქმონ პარტიის თავმჯდომარის პოსტი, გადაიტანონ სააკაშვილის მავზოლეუმში ეს სიმბოლური სკამი და ამის შემდეგ, შეიძლება, ცოტათი დაწყნარდნენ. მაგრამ, რეალურად, ესეც არ უშველით. 5 ნომერი, ის ბრენდია, რომელიც აინტერესებს კეზერაშვილს. პრინციპში, ეს მისმა შვილობილმა ხაბეიშვილმაც თქვა პირდაპირ – რა მნიშვნელობა აქვს რამდენი დატოვებს პარტიას, მე ხომ ვარ 5 ნომრის თავმჯდომარეო. მისთვის მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი პარტიის რიგითი წევრები და თანამდებობის პირებიც კი და როგორ შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი იყოს საქართველო და საქართველოს საზოგადოება? „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე არის ის ფოტო, რომელიც ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა, სადაც არ ჩანს, ვინ არის ამ პარტიის თავმჯდომარე. 2024 წელს ზუსტად ვნახავთ, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება გაყოფილ-დანაწილებული, რომელსაც ამავე წლის შემოდგომაზე საბოლოო წერტილს დაუსვამს საქართველოს მოსახლეობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,174 ნახვა