პოლიტიკა

მაღალი ალბათობაა, რომ სალომე ზურაბიშვილი აგვისტო-სექტემბერში გადადგება – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტო-სექტემბერში გადადგება. 

„მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი გადადგება, რეალურად, გადააყენებენ, როგორც გახარია გადააყენეს თავის დროზე. დიდი ალბათობით, ეს, შეიძლება, მოხდეს აგვისტო-სექტემბერში. რეალურად, შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ორი რამისთვის დასჭირდეთ – ერთი, ეს არის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მხრიდან არჩევნების შემდგომი ოპოზიციის კამპანიის მხარდაჭერა, გაყალბებასთან დაკავშირებით და ა.შ. 

ყველამ წინასწარ ვიცით, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია კამპანიას რაზეც ააგებს.  შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას ამაში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დასჭირდეს. ამისთვის, ის პრეზიდენტის პოსტზე სჭირდებათ, თუმცა, შეიძლება, განხილული იყოს ალტერნატიული სცენარი, როცა სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში, სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,173 ნახვა