პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ქილიკის საგანია, რომ “ნაცმოძრაობა” იშლება, მაგრამ, რეალურად, ეს ხალხი არსად მიდის და გარედან დაკვეთას ელოდება

„სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირველი პროტესტი გამოვხატეთ მაშინ, როცა დავინახეთ, რომ მან „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთ სიბრტყეზე დააყენა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილმა თავისი არაადეკვატური ქცევით დაგვანახა, რომ ის „ნაცმოძრაობამ“ გადაიბირა. შემდეგ ნიკა გვარამია შეიწყალა, ახლა კი უკვე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასაც მოითხოვენ მისგან. ამიტომ, საზოგადოებას მუდმივად მოვუწოდებთ, რომ ფხიზლად იყოს.

 ქილიკის საგანია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება, მაგრამ, რეალურად, ეს ხალხი არსად მიდის და გარედან დაკვეთას ელოდება. დამკვეთებიც ხედავენ, რომ აქ ხელისუფლების ცვლილებას ვერ მიაღწიეს და ახლა არჩევნებამდე შეეცდებიან კიდევ პროვოკაციებს – სხვადასხვა პარტიის გაერთიანებას, რომლებიც, სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ეს ნანახი გვაქვს, ფხიზლად ვართ, მაგრამ კიდევ უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ.  „ხალხის ძალა“ კვლავ მეტ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. მეორე ფრონტის საფრთხე არსად წასულა. მშვიდობა არაფრის დიდებით არ უნდა დავთმოთ“, –  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,207 ნახვა