განათლება

კოლეჯში “პრესტიჟი” სტუდენტთა საზეიმო მიღება გაიმართა

ა(ა)იპ კოლეჯში „პრესტიჟი“ 4 დეკემბერს, გაიმართა სტუდენტთა საზეიმო ღონისძიება, სადაც მოწვეულნი იყვნენ თელავის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მრელაშვილი და  საჯარო სკოლების დირექტორები, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში ჩამოსული ესტონელი სტუდენტები.  ასევე, კოლეჯის წარმატებული კურსდამთავრებულები. ღონისძიება ბენდის „მუსიკალური ქალაქი“ თანხლებით მიმდინარეობდა. 

სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კოლეჯის დირექტორმა ბატონმა კონსტანტინე დოლიძემ. მან სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება  მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა. 

კოლეჯის კურსამთავრებულმა თეა მახათელაშვილმა სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება კერძო ბიზნესის წარმოების კუთხით, რაშიც ძალიან დაეხმარა და ხელი შეუწყო კოლეჯში მიღებულმა განათლებამ.

ღონისძიებაზე კოლეჯის სტუდენტებმა წარმოადგინეს პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის შექმნილი სხვადასხვა სლოგანები, დამზადდა სამაჯურები წარწერით: კოლეჯი პრესტიჟიჩემი სავიზიტო ბარათია!“ რომელიც გადაეცა ყველა მონაწილეს. 

დასკვნით ნაწილში, კოლეჯის კონდიტერიის და კულინარიის ხელოვნების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პედაგოგები, სტუდენტები და  ესტონელი სტუმრები გაუმასპინძლდნენ ღონისძიების მონაწილეებს მათ მიერ მომზადებული საზეიმო ტორტით, რომელსაც  კოლეჯის ლოგო ამშვენებდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,639 ნახვა