პოლიტიკა

ადამიანის თავისუფლების ხარისხით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას

გამოქვეყნდა “ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023”, რომელიც მსოფლიოს 165 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ადამიანის თავისუფლების ხარისხს სწავლობს ათეულობით სხვადასხვა ინდიკატორზე და კვლევაზე დაყრდნობით.

რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 42-ე ადგილს იკავებს მონტენეგროსთან ერთად თანაბარი ქულით, ამასთან უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას. გამოცემის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ რეიტინგმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო და ქვეყანა უკვე 27 ადგილით არის დაწინაურებული.

ინდექსს და მსოფლიო რეიტინგს ფაიზერის ინსტიტუტი და კატონის ინსტიტუტი ერთობლივად აწარმოებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,422 ნახვა