პოლიტიკა

ვალერი ზალუჟნი – ქალაქი მარინკა აღარ არსებობს, ახლა მის შემოგარენში გადავედით

ქალაქი მარინკა აღარ არსებობს, ახლა მის შემოგარენში გადავედით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი მიწის ყოველ ნაწილს ვიცავთ. ყოველ ნაწილს. მაგრამ როდესაც ამ ვიწრო მონაკვეთზე, მტრის ჭურვები ამ ადგილის გადათხრას იწყვებს ქვებიანად, მიწიანად, ჩვენი მებრძლებიანად, ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის… დღეისთვის ჩვენი სამხედროები ჯერ კიდევ იმყოფებიან მის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩვენმა მებრძლებმა თავდაცვითი ზღვარი მოამზადეს ამ დასახლებული პუნქტის მიღმა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს”, – განაცხადა ზალუჟნიმ.

ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ მარინკამ თითქმის 2 წელი გაუძლო, ხოლო რუსი სამხედროების მიერ ამ ქალაქის დაპყრობის მეთოდიკა იგივე იყო, როგორც ბახმუტში.

“ნადგურდება ქუჩები, კვარტლები, ჩვენი მებრძოლები… და ამის შემდეგ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს ომია, ამიტომ ის, რომ ახლა მარიინკას შემოგარენში გადავედით და მარიინკას მიღმა ზოგიერთ ადგილში უკვე პოზიციები მოვაწყვეთ – ამაში არაფერია ისეთი, რამაც შესაძლოა რამე საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვიოს. ომი, სამწუხაროდ, ასეთია”, – განაცხადა ზალუჟნიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,116 ნახვა