პოლიტიკა

„ნათაღლითარი ფულით უცხო ქვეყნის დავალებების შესრულება სახელმწიფოს ღალატის ტოლფასია“ – გოგა ხაინდრავა დავით უსუფაშვილზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება. ცნობისთვის, დავით უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ თინა ხიდაშელის ორგანიზაცია დაფინანსებას ტაივანიდან იღებს.

ხაინდრავას თქმით, საქართველოს მოქალაქის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ ქვეყნის საზიანოდ მოქმედება, სახელმწიფოს ღალატის ტოლფასია.

„ანექსიის პირობებში, საერთაშორისო სამართლის მიერ არაღიარებული სუბიექტისგან, ფულადი ანაზღაურების საფასურად ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედება ჯაშუშობის ტოლფასია! ნათაღლითარი ფულით, უცხო ქვეყნის დავალებების შესრულება სახელმწიფოს ღალატის! გამგები გაიგებს“, – წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,755 ნახვა