პოლიტიკა

პაპუაშვილს ვერ წარმოუდგენია, რომ ქალს შეიძლება დამოუკიდებელი კარიერა და წარმატება ქონდეს და ქმრის გაგრძელება არ იყოს -თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე , რომ ხიდაშელი ტაივანის მხრიდან ფინანსდება და სწორედ ამას უკავშირდება მისი ანტიჩინური განცხადებები.

„ იხილეთ ჩვენი განცხადების ტექსტი ოცნების თავდასხმების, ლანძღვისა და მუქარის 5 დღიანი კამპანიის შემდეგ“ ,-წერს თინა ხიდაშელი და განცხადების ტექსტს აზიარებს, რომელშიც არ უარყოფენ, რომ მათი ორგანიზაცია ფინანსებს ტაივანის მხრიდან იღებს, ამასთან, ტაივანს სახელმწიფოდ მოიხსენიებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი პარტნიორები ტაივანში, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან.

„ტყულია რომ ბრალდებების შემდეგ თინა ხიდაშელი მედიასთან არ გამოჩენილა. იხილეთ #ტვპირველი და #ფორმულა შაბათს. სხვა არავინ დამკავშირებია.

ამის შემდეგ საკომუნიკაციო არხებთან არ ვიყავი. ეს განცხადებაც გუშინ იმიტომ გავავრცელეთ #ტვიმედი და #რუსთავი2 საკუთარი ეთერის გარდა სხვასაც თუ შეხედავთ უცებ ნახავთ რომ უბრალოდ იტყუებით.

აქ არის ყველაფერზე პასუხი რაზეც ეს ბინძური ნიაღვარი მოედინებოდა.

ის რაც აქ არ წერია:

1. ბატონ პაპუაშვილს ჩემგან გადაეცით რომ ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურება, პარლამენტის თავმჯდომარეა და ამიტომ მაწუხებს თორემ ისე რას დავეძებ.

“მისი ლელოსთან კავშირები ხომ ცნობილია” – თქვენ მან.

დიახ, ჩემი ქმარი ლელოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელია. ეს არის ჩემი კავშირი და ამითი რისი თქმა უნდა? რამე ახალი თქვა, არავინ იცოდა მანადმე?

სინამდვილეში მას უბრალოდ ვერ წარმოუდგენია როგორც ჩანს რომ ქალს შეიძლება დამოუკიდებელი კარიერა და წარმატება ქონდეს და ქმრის გაგრძელება არ იყოს. სამწუხაროა, როგორც ჩანს ეს უკიდეგანო გოიმობა და სექსისზმი მისი ბუნების თანმდევია. ძლიან სამწუხაროა

2. მე მათი პოლიტიკური ოპონენტი არ ვარ, ღმერთმა დამიფაროს ამ მასშტაბის სიბეცესთან, სიბნელესთან და უცოდინარობასთან პოლიტიკური ოპონირება რომ მიწევდეს. პოლიტიკური ოპონენტები პარტიებში წევრიანდებიან და არჩევნებში მონაწილეობენ. ჩემს გეგმებში კიდევ ბევრი წლის მანძილზე არც ერთი არ არის. სამწუხაროა ამ ანაბანას ახსნა რომ მიწევს ამხელა სპიკერი და ვიცე სპიკერი კაცებისთვის.

3. ბატონი სარჯევალაძისგან და სპეციფიურად და პირდად, მე თინა ხიდაშელი ვითხოვ განმარტებას რას გულისხმობს ოცნების პატრონი კრემლის მედიაში “სპუტნიკი” განცხადებულ მუქარაში რომ არ დაუშვებენ ჩვენნაირი ორგანიზაციების არსებობას. რისთვის უნდა მოვემზადოთ

მოკლედ ამ განცხადებაშია ყველაფერი რაც ითქვა და იგულისხმეს.

ამასობაში ორშაბათს თბილისში ვიქნები და ველოდები @Chikhladze Irakli @kakulia dato თქვენგან ეთრში მიწვევას, როგორც მითხრეს ძალიან მოგნატრებივართ“,-წერს თინა ხიდაშელი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,785 ნახვა