პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით პრეზიდენტი მიგორდება არჩევნებამდე და დაგვემშვიდობება, მშვიდ პრნსიაზე გავა

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ აზრი დაკარგა პრეზიდენტმა და პრეზიდენტთან ბრძოლამაც -ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ტვ-პირველის გადაცემაში ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მშვიდ პენსიაზე გავა.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი მიგორდება პარლამენტში, დაგვემშვიდობება და მშვიდ პენსიაზე გავა. მანამდე კი, ეცდება, საზოგადოებას ვითომ, რაღაცა უთხრას და შეალამაზოს მის მიერ გაკეთებული საქმეები. თუმცა არა მგონია, ზედმეტი დაპირისპირება იყოს ქოცების ან პრეზიდენტის მხრიდან, რადგან, როგორც გითხარით, ამ ყველაფერმა უკვე აზრი დაკარგა. ეს ეტყობა განწყობასაც, რომ არავის არ ახსოვს პრეზიდენტი აქ“,-განაცხადა ოაგო ხვიჩიამ და დასძინა, რომ მისი აზრით, პრეზიდენტი ივანიშვილის წინააღმდეგ არასდროს წასულა.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ყოველთვის ატარებდა ივანიშვილის ინტერესებს. ვინაიდან ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, აზრი დაკარგა სალომე ზურაბიშვილმა მასთან ბრძოლის კუთხითაც და მასზე დაყრდნობის კუთხითაც. რითიც მას შეუძლია ქართველ ხალხს დაამახსოვროს თავი, ეს არის იმ შეცდომის გამოსწორება ქართველ პატიმრებთან, რომ ფაქტობრივად, მოკლა შეწყალების ინსტიტუტი და გააუქმა შეწყალების კომისია. მე მის ადგილზე დავკავდებოდი იმით, რომ გამომესწორებინა ეს შეცდომა. თვითონ ჩაიდინა რაღაც გიჟობა, გიჟური შეწყალება და იმის გამო, რომ ეს გიჟობა დაემართა, საერთოდ, უარი თქვა ამ ინსტიტუტის გამოყენებაზე. ეს არის დანაშაული“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,218 ნახვა