პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი გიორგი გახარიაზე – სასტიკად ემიჯნებიან „ნაცმოძრაობას“ და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან შემჩნეული „ნაცმოძრაობასთან“ კავშირებში, ხელისგულზე დევს ყველაფერი

სასტიკად ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან შემჩნეული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირებში, გახარიას ვგულისხმობ, რომელსაც დღემდე [საკრებულოებში] უმრავლესობა აქვს შეკოწიწებული „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით. იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ეს სააკაშვილის ნებართვის გარეშე მოხდა და ეს მე მგონი ყველაზე კარგად ბატონმა გახარიამ იცის – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტიურად განადგურებული და დაშლილია და გადაწყდა სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების აქტიურად ჩართვა.

„უკანასკნელი პროცესები გვაჩვენებს ერთ რამეს – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უკვე ფაქტიურად განადგურებული და დაშლილია, რომლის რეიტინგი არის კლებადი და ეს ყველა კვლევით სააშკარაოზეა გამოტანილი, მათ შორის „აირაის“ და „ენდიაის“ კვლევებით, რომელსაც ეს ბატონები და ქალბატონები ენდობიან, აქ გადაწყდა სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების აქტიურად ჩართვა, ასევე გვარამიას მიერ შეკოწიწებული ე.წ. ოპოზიციური პარტია თუ გაერთიანება, იქით გახარიას მცდელობები, რომ თავი ხელისუფლების ალტერნატივად წარმოაჩინოს, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ამ ადამიანებს ფაქტიურად არაფერი ანსხვავებს ერთმანეთისგან გარდა ერთი რაღაცისა და ესეც ერთგვარად იუმორის მომგვრელია – სასტიკად ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან შემჩნეული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირებში, გახარიას ვგულისხმობ, რომელსაც დღემდე უმრავლესობა აქვს შეკოწიწებული „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით.

იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ეს სააკაშვილის ნებართვის გარეშე მოხდა და ეს, მე მგონი, ყველაზე კარგად ბატონმა გახარიამ იცის. ასე რომ, ძალიან დაახლოებულია ეს ორი პოლიტიკური ძალა და ხელისგულზე დევს ყველაფერი. როცა ჩვენ ამ პარტიის წარმომადგენლებს ამას ვახსენებთ, ძალიან ღიზიანდებიან. ერთია ისინი რას ამბობენ, ეს არის სუფთა წყლის რიტორიკა და თვალებში ნაცრის შეყრა და მეორეა რაც ხდება ზუგდიდის, წალენჯიხის, რუსთავის და მგონი ბათუმის საკრებულოებში, როცა ამ ადამიანებმა შექმნეს უმრავლესობები „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლებსაც მანამდე აძაგებდნენ. დღეს, როცა დასჭირდებათ გაახსენდებათ, რომ თურმე პატიმარი სააკაშვილი პალატიდან ციხეშია გადასაყვანი, მყისიერად მოყვება ხოლმე ამაზე შემდეგ „ნაცმოძრაობის“ გამოხმაურება. თეთრი ძაფით არის ეს ყველაფერი ნაკერი, რომ აღარაფერი ვთქვათ გვარამიებზე, მელიებზე და ე.წ. ახალ სახეებზე, რომლებმაც მანამდე „ნაცმოძრაობის“ ათასი ჯურის ავაზაკთან ერთად ლამის მოსპეს ეს ქვეყანა და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაივიწყა და სთავაზობენ, ახალი ფურცლიდან დაიწყონ ურთიერთობები. რა ვუყოთ წარსულს, ეს ხომ ვერ მიეცემა დავიწყებას“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,286 ნახვა