პოლიტიკა

სოზარ სუბარი პარტიების დაფინანსების წესზე: პარტიას და “ენჯეოს” ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებელი და მათი მიზანია, საქართველოში ხელისუფლების გადატრიალება და აგენტოკრატიის დამყარება

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ყურმოჭრილი მონა იყო მისი დამკვეთების. როდესაც ის აგებს არჩევნებს და გადადის ოპოზიციაში, იყოფა ორ ნაწილად, ნაწილი რჩება პარტიად, ნაწილი გადადის „ენჯეო“ სექტორში,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარმა ისაუბრა ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე და მათი არასამთავრობო სექტორთან ერთობლივ რადიკალურ გეგმებზე.

„პარტიას და „ენჯეოს“ ჰყავს ერთი და იგივე დამფუძნებელი, „ენჯეო“ არის საფარი მხოლოდ იმისთვის, რომ ლეგალურად მიიღონ ფული, რომელიც მერე ხმარდება პარტიულ საქმიანობას. ეს არის ორი პარალელური პროცესი, რომელიც ერთი და იგივე კალაპოტშია და ერთი და იგივე მიზანს ემსახურება. ეს მიზანია, საქართველოში გადატრიალების მოწყობა და აგენტოკრატიის დამყარება.

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ყურმოჭრილი მონა იყო მისი დამკვეთების. როდესაც ის აგებს არჩევნებს და გადადის ოპოზიციაში, იყოფა ორ ნაწილად, ნაწილი რჩება პარტიად, ნაწილი გადადის „ენჯეო“ სექტორში. იქ გრძელდება მათი დაფინანსება. ეს ორი მიმართულება რაღაცნაირად ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს – პოლიტიკური და „ენჯეო“ სექტორი. აქ ხდება რეალობის ფალსიფიკაცია და ეს ყველაფერი ინიღბება სამართლიანობისთვის და დემოკრატიულობისთვის ბრძოლის ნიღბით.

ჩვენ ვნახეთ ამ „ენჯეოების“ და რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ წაქეზებული, ქუჩაში გამოსული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, თავს ესხმიან პოლიციელებს, ამტვრევენ პოლიციის მანქანებს და სჩადიან სხვადასხვა დანაშაულს. ამის შემდეგ, იქმნება ფონდი, რომელიც ფინანსდება ევროპის დემოკრატიის ფონდიდან და ის იხდის მათ ნაცვლად ჯარიმებს, რომელსაც მათ სასამართლო უწერს.

ამ შემთხვევაში თვითონ სამართლის ცნება კარგავს აზრს, თვითონ ჯარიმის აზრი იკარგება იმიტომ, რომ თუ იცი, რომ ამ ჯარიმას გადაიხდის რომელიმე დასავლური ფონდი, მაშინ რა აზრი აქვს ამ ჯარიმის დაწესებას. ასე რომ, ესეც ძალიან უხეში ჩარევაა სახელმწიფოს საქმეებში და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“ – განაცხადა სუბარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,759,153 ნახვა