პოლიტიკა

“გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ სააკაშვილი, შეწყვიტონ რუსეთთან პირდაპირი ფრენა და მათი დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში” – დავით არახამია “ოცნებას”

“გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტონ რუსეთთან პირდაპირი ფრენა და მათი დახმარება 
სანქციების თავიდან არიდების ნაწილში”, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს და საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უკრაინის დამოკიდებულების გამო.

“საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ “ურთიერთობების ნორმალიზების” მოტივით.

თუ მართლა ვისაუბრებთ “ნორმალიზებაზე”, მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა:

გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი ითხოვს.შეწყვიტონ აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება”, – წერს დავით არახამია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,532 ნახვა