სამართალი

„არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს” – ბექა ოდიშარია

“ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია მოსამართლეებს, რომლებიც მხარს უჭერენ კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარებას, ურჩევს, რომ “კეკლუცობას თავი დაანებონ.”

“ამ ორ მოსამართლეს რჩევას მივცემდი, რომ მათაც დაანებონ კეკლუცობას თავი. იმიტომ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და, შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან შეიძლება მგელმა შეჭამოს. იმიტომ, რომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები და ხომ იცით როგორც ხდება? ის ადამიანები ხმაურობენ, როგორც წესი, და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც შეიძლება ქუდი ეწვოდეთ. ვეტინგის სისტემა არის ადეიშვილიზმი, ადეიშვილის სისტემა,” – ამბობს ოდიშარია.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა “დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვაა მართლმსაჯულების სისტემაზე.”

აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა უზენაესის ორმა მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა. საკუთარი პოზიცია მოსამართლეებმა პლენუმის ოქმშივე დააფიქსირეს. მოგვიანებით, განცხადება გააკეთა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემაც და თქვა, რომ კეთილსინდისიერების ტესტის გასავლელად მზადაა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,732 ნახვა