პოლიტიკა

გია აბაშიძე: ‘ნაცენჯეობი’, რომელთა გავლენა საზოგადოებაზე ნულია, მოითხოვენ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას, ინსტიტუტებს “აშავებენ” და ფინანსდებიან გარედან, არიან მტრული ელემენტები

ე.წ. NGO, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და კანონმდებლობას და მალავს საკუთარი უცხოური დაფინანსების მიზნებს, არის საქართველოსთვის უცხო სხეული, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. იგი ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას – “თუ „ენჯეოები” ფიქრობენ, რომ ორი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, მაშინ უკვე გასაგებია რასთან გვაქვს საქმე. ეს არის სწორედ ის მავნე გავლენა, რაც აქვს ას პროცენტიან უცხოურ დაფინანსებას”.

ანალიტიკოსის თქმით, აღნიშნული არასამთავრობოები მტრული ელემენტები არიან, იქ დასაქმებულები კი უსამშობლო ფულის მონები.

“ე.წ. NGO, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და კანონმდებლობას და მალავს საკუთარი უცხოური დაფინანსების მიზნებს, არის საქართველოსთვის უცხო სხეული. ‘აუტსაიდერები’ რომ არიან, მათივე ფსევდო-კვლევებითაც დასტურდება. ‘ნაცენჯეობი’, რომელთა ფართო საზოგადოებაზე გავლენა ნულია, მოითხოვენ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს ვითომ “აშავებენ” და მაინც ფინანსდებიან გარედან, არიან მტრული ელემენტები. ხოლო ასეთ არასამთავრობოებში დასაქმებულნი წარმოადგენენ უსამშობლო ფულის მონებს. მათი უმეტესობის ერუდიციის შეფასებას ამჯერად უკომენტაროდ დავტოვებ.” – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,709 ნახვა