პოლიტიკა

მიქანაძე: ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებას არ გაუკვირდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიკალების, „ნაცმოძრაობის“ და მისი შენაერთების პირად პრეზიდენტად გადაიქცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტისგან არ არის გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებას არ გაუკვირდება. ნეიტრალური პრეზიდენტის პოზიციიდან გადაიქცა რადიკალების, „ნაცმოძრაობის“ და მისი შენაერთების პირად პრეზიდენტად. ამიტომ , მისი მხრიდან თავისი ნათქვამის გადათქმა არავის არ გაუკვირდება, თუმცა, ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოების და ქვეყნის წინაშე“, – აცხადებს გივი მიქანაძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,759,153 ნახვა