სამართალი

ნინო ფოჩხუა-სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზეა- ამ შედეგის დამდები სასამართლო სისტემის შემოწმებას ითხოვენ ქვეყნის მტრები

„კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც საქართველოს წინსვლას და წარმატებას გამოხატავს“-წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნება” (V-DEM)-ის მიერ “მოსამართლეთა დევნის” ინდექსის გამოქვეყნებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევებისაგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-2 ადგილზეა.

ექსპერტის თქმით, აი ამ შედეგის დამდები ქართული სასამართლო სისტემის შემოწმებას ითხოვენ ქვეყნის მტრები. საქმე მარტივადაა, მოსამართლეთა კეთილსინდისიერება საერთოდ არ აინტერესებთ, მათ სურთ, ისევე როგორც ადრე, მოსამართლეთა კორპუსი დაიქვემდებარონ და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ.

„კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც საქართველოს წინსვლას და წარმატებას გამოხატავს. ამჯერად, კვლევა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევების თავისუფლებას შეეხო, რაც ფაქტობრივად პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას ნიშნავს. ამ მანკიერებისგან საქართველო მსოფლიოში 46-ე, ევროპაში მე-16 და პოსტსაბჭოთა სივრცეში მე-2 ადგილს იკავებს. აი ამ შედეგის დამდები ქართული სასამართლო სისტემის შემოწმებას ითხოვენ ქვეყნის მტრები. საქმე მარტივადაა, მოსამართლეთა კეთილსინდისიერება საერთოდ არ აინტერესებთ, მათ სურთ, ისევე როგორც ადრე, მოსამართლეთა კორპუსი დაიქვემდებარონ და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ხუთი მოსამართლის გარდა, რომლებმაც გაყიდეს თავისი გუნდი და რომლებიც “დაჯილდოვდნენ” აშშ საელჩოსგან ევროპული ვოიაჟით, ქართველ მოსამართლეთა მთელი კორპუსი წინ აღუდგა თავს მოხვეულ ვეტინგის სისტემას და მყარად დგას ქვეყნის სამსახურში.“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,767,564 ნახვა