პოლიტიკა

ქალებმა უნდა დასაჯონ “ქართული ოცნება” და “გირჩი” – რომან გოცირიძე

„ამ კანონის მიღებას აქვს ორი მიზანი, პირველი, კიდევ ერთი დამატებითი წინააღმდეგობის თემა შემოიტანონ ევროკავშირთან დასაპირისპირებლად, ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების“ ლიდერი რომან გოცირიძე სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას.

„ეს იყო საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა ცესკოსთან დაკავშირებით, ეს არის სხვა კანონები, რომლებიც 9 რეკომენდაციით არის მოთხოვნილი, ეს არის რუსული კანონის უკან შემობრუნება და ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის, გენდერული თანასწორობისა და ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესება, ვინაიდან ეს არის საარჩევნო საკითხი, სადაც უარესდება დღეს არსებული მდგომარეობა. თქვენ, ფაქტობრივად, მოატყუეთ ქვეყნის ამომრჩეველი, მოატყუეთ ქალები, ღირსი ხართ, რომ არც ერთმა ქალმა არ დაგიჭიროთ მხარი. მე „გირჩს“ არ ვგულისხმობ, მას ისედაც არავითარი საარჩევნო პრეტენზია არ აქვს. ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში თქვენ, ვინაიდან სამი წლის წინ თქვენ აცხადებდით, რომ ეს კანონი 2028 წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდებოდა, 2032 წლის შემდეგაც იმუშავებდა. თქვენ, ფაქტობრივად, ქალთა თავისუფლებას, ემანსიპაციას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას უშლით ხელს. რეგიონებში ქალთა უფლებების დათრგუნვას უწყობთ ხელს. როდესაც ევროპულობით ასაბუთებდით ამ კანონის მიღებას, დღეს უკვე ავლენთ ანტიევროპულ ქმედებებს. უნდა დაისაჯოთ და დასჯის ყველაზე მარტივი და კანონიერი ფორმა არის არჩევნებში ამ პარტიის გასტუმრება პოლიტიკურ მოუსავლეთში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,772,404 ნახვა