პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: დღეს, განსხვავებით გასული წლის მარტის მოვლენებისგან, შეუძლებელია ცრუ პროპაგანდის საშუალებით მოახერხონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფული წლების განმავლობაში რევოლუციური პროცესების ხელშესაწყობად იხარჯება. შესაბამისად, აბსოლუტურად ლეგიტიმურია მოთხოვნა, უცხოეთიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მოძრაობის – “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში დაინიცირების საკითხს გამოეხმაურა.

„დღეს, განსხვავებით გასული წლის მარტის მოვლენებისგან, შეუძლებელია ცრუ პროპაგანდის საშუალებით მოახერხონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ყველაზე ნათელი მაგალითი გვაქვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ევროკომისიამ ევროპარლამენტს მიმართა ანალოგიური კანონპროექტის დამტკიცების მოთხოვნით“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,523 ნახვა