პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე “გამჭვირვალობის კანონზე”: ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?! ყველაფერი რუსულია თავიდან ბოლომდე

ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?! – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია დეკლარაცია ყველამ შეავსოს.

“ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?! ყველამ უნდა შეავსოს დეკლარაცია, აუცილებელია და ყველა არის გამჭვირვალე. არასამთავრობოები არიან ყველა გამჭვირვალედ შევსებული დეკლარაციებით.” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,528 ნახვა