პოლიტიკა

ჩვენი ვალია, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დავარწმუნოთ გარშემო, მივიდნენ არჩევნებზე. ვაქციოთ არჩევნებზე წასვლა კაი პონტად

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

ძალიან ბევრი ხალხი არჩევნებზე, ამომრჩევლის დიდი მობილიზაცია და არ არსებობს ძალა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას გადაარჩენს. ხომ გახსოვთ, 2018-ში მეორე ტურის წინ ივანიშვილის სახე; გავრილოვის ღამის მერე გამოსული ივანიშვილიც გახსოვთ; შარშან, მარტში გაფარჩაკებული ოცნებაც ხომ გახსოვთ… ერთი სიტყვით, წაგებული ოცნების სახე ნანახი გვაქვს. ყველაზე დიდი საზრუნავია, ყველამ დაარწმუნოს გარშემო ხალხი, რომ მივიდნენ არჩევნებზე. დიდი უპირატესობით გამარჯვების შემთხვევაში ჩათვალეთ, თითს ვერ გაატოკებენ, ისე დათმობენ ძალაუფლებას. ხანდახან არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, გაგიკვირდებათ და მილიარდერებისთვისაც. როცა არჩევნებზე დიდი რაოდენობით ხალხი ცხადდება, სახელისუფლებო სისტემა ტყდება და ძალაუფლება ხელიდან ეცლება. ყველაფერი აზრს კარგავს – უშიშროება, ქუჩა, ზონდერები, ფული, კოორდინატორები – ვეღარ აჩერებენ პროცესს, რადგან რეალურად თიხის ფეხებზე დგას მთელი სისტემა და ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ვეღარ უმკლავდება.

ასე რომ, ჩვენი ყველას ვალია, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დავარწმუნოთ გარშემო, მივიდნენ არჩევნებზე. ქორწილში, დაბადების დღეზე, ქუჩაში ნაცნობი, ყველგან, ყველგან, ყველგან ვაქციოთ არჩევნებზე წასვლა კაი პონტად და ამ რუსულ რეჟიმს მაგრად მოვუხაზავთ.ერთი სიტყვით, ფორმულა მარტივია : არჩევნებზე მივალთ ბევრნი – ივანიშვილი წააგებს, მივალთ ცოტა – ივანიშვილი მოიგებს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მართლა ჩვენს ხელშია.თუ არჩევნების წაგების შემთხვევაში ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ გაუძალიანდეს ხალხს, მაინც განწირულია, უბრალოდ რეჟიმს ცოტა უფრო მეტად ეტკინება დაცემის დროს.ეს რაც შეეხებოდა არჩევნებს…მანამდე კი რუსული კანონია. აქაც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული – ვნახეთ, რომ დიდ ხანს ვერ უძლებს სისტემა ქუჩის პროტესტს. გავრილოვის ღამისა და მარტის აქციები ამის დასტურია. ოცნებამ არჩევნების წინ გენერალური ბრძოლა დანიშნა ამ კანონის შემობრუნების სახით. ვნახოთ, გარისკავს თუ არა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.ჩემი ბავშვობის და უფროსი ასაკის თაობას ემახსოვრება, რომ Los ricos también lloran.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,583 ნახვა