პოლიტიკა

ყველას ვთხოვ, შეუერთდეს ამ კამპანიას, რათა ჯულიან ასანჟი არ იქნეს ექსტრადირებული აშშ-ში, სადაც მას სიკვდილით დასჯა ემუქრება -ნანა კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს და ყველას სთხოვს, შეუერთდნენ საერთაშორისო მოძრაობას ცნობილი ჟურნალისტის, ჯულიან ასანჟის გათავისუფლების მოთხოვნით, რათა არ მოხდეს მისი გადაყვანა აშშ-ში, სადაც მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

„ჩემი დიდი ხნის კოლეგა და მეგობარი, უფლებადამცველი შაროფ აზიზოვი არის ქ. ჟენევაში დარეგისტრირებული არაკომერციული ასოციაციის „საერთაშორისო სამართლიანობა ყველასათვის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს მდივანი. ასოციაცია იბრძვის მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, თუ ეს დარღვევები ეხება პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და ბლოგერების უფლებებს.

ასოციაცია ასევე ეხმარება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში იმ ქვეყნებს, რომლებთანაც აქვს კავშირები. შაროფ აზიზოვს მე ვიცნობ იმ დროიდან, როდესაც ის მუშაობდა თბილისში ადამიანის უფლებათა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფიცრის თანამდებობაზე. 2011 2013 წლებში მას ევალებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაცია, აგრეთვე ურთიერთობა ადგილობრივ ეროვნულ ინსტიტუტებთან, რეგიონალურ ორგანიზაციებთან, უფლებადამცველებთან, პოლიტიკურ აქტივისტებთან, ადვოკატებთან, მოსამართლეებთან, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ის სააკაშვილის მმართველობის დროს ჩვენ გვეხმარებოდა პოლიტიკური პატიმრების დაცვაში და ასევე უშუალოდ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების მიმართ რეპრესიების თავიდან აცილებაში.

შაროფ აზიზოვმა ასევე აღმოგვჩინა დახმარება სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში დამკვიდრებული სისტემური წამების ფაქტების გამოვლენაში, ხოლო რეჟიმის შეცვლის შემდეგ – პოლიტიკური პატიმრების მიმართ ამნისტიის კონკრეტული მუხლის შემუშავებაში. რეჟიმის შეცვლის შემდეგ ის აგრეთვე ეხმარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელის ეთიკის ახალი კოდექსის შემუშავებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეჯითებით გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ ასოციაცია „საერთაშორისო სამართლიანობა ყველასათვის“ მიერ წამოწყებულ კამპანიაში, რომელიც ეხება ბრძოლას იმისათვის, რომ ცნობილი ჟურნალისტი ჯულიან ასანჯი გათავისუფლდეს დიდი ბრიტანეთის ციხიდან და ის არ იქნას ექსტრადირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ასევე ცნობილი ჟურნალისტის და ბლოგერის კრეიგ მიურეის რეპრესიებისგან დაცვაში. ეს პიროვნება იყო დიდი ბრიტანეთის ელჩი უზბეკეთში, რომელმაც 2004 წელს ამხილა უზბეკეთის ხელისუფლება პატიმართა წამებაში, რაშიც უზბეკეთის ხელისუფლებას ხელს უწყობდნენ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებები. ამის შემდეგ ის 2021 წელს 8 თვით დააპატიმრეს, ხოლო პოლიტპატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მის მიმართ დღესაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ადამაინის უფლებათა კომიტეტმა მიიღო ასანჯისა და მიურეის სასარგებლო გადაწყვეტილებები, ბრიტანეთის ხელისუფლება დღემდე დევნის მათ და ასოციაციის „საერთაშორისო სამართლიანობა ყველასათვის“ აწარმოებს აქტიურ კამპანიას მათ დასაცავად. ყველას ვთხოვ თავისი ხმა შეუაერთოს ამ კამპანიას“,-წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,530 ნახვა