პოლიტიკა

ხაზარაძე-ჯაფარიძის მორიგი თაღლითური ბიზნეს-გეგმა – ჰოლანდიელი ბიზნეს პარტნიორი „ლელო“-ს ლიდერებს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას თხოვს – „იმედის კვირა“

ინტერესთა კონფლიქტი თუ შესაძლო თაღლითობის საქმე? -ჰოლანდიელი ბიზნეს პარტნიორი ხაზარაძე-ჯაფარიძეს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას თხოვს – „იმედის კვირა“ ყოფილი ბიზნეს პარტნიორების დავა, რომელმაც შესაძლოა კიდევ ერთი თაღლითური სქემა გაშიფროს. ჰოლანდიელი ბიზნეს პარტნიორი ხაზარაძე-ჯაფარიძეს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას თხოვს.

დაზარალებული ბიზნესმენის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინაააღმდეგ საქმე პროკურატურაში წავიდეს.

„იმედის კვირის“ ინფორმაციით, ეს თანხა ინვესტორმა „იმერეთი გრინერის“ განვითარებაში ჩადო, თუმცა, როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, ქართველმა პარტნიორებმა ინვესტორი მოატყუეს. ისტორიას მორიგი თაღლითური სქემის და მოტყუებული ბიზნეს პარტნიორის შესახებ ჰოლანდიელი ბიზნესმენის ადვოკატები ყვებიან. თავად დაზარალებულს ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ სურს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის მორიგ თაღლითურ ბიზნეს-გეგმას ათეულობით დაზარალებული ყავს. საინტერესო ეპიზოდია ყოფილი ბანკირების და საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობის ისტორია, რომელიც უცხოელი ბიზნეს პარტნიორივით მოტყუებულია. „იმერეთი გრინერი“ 2014 წელს მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტნიორების მიერ დააარსებული კომპანიაა. სასათბურე მეურნეობა, რომელიც პროდუქციის ინოვაციური მეთოდებით წარმოებას გულისხმობდა, მიმზიდველ ბიზნეს იდეად ჩანდა. სწორედ ამიტომ, 2015 წლის დეკემბერში საპარტნიორო ფონდსა და „იმერეთი გრინერის“ მმართველებს შორის პარტნიორთა შეთანხმება გაფორმდა, რაც ფონდის მხრიდან მილიონ 200 ათასი ევროს მოცულობის ინვესტიციას გულისხმობდა. მართალია დრო და დრო ხაზარაძე სამტრედიაში მდებარე სასათბურე მეურნეობას, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარმატებულ ბიზნეს მოდელად ასაღებდა და „ლელო“-ს ახალი წევრების წარსადგენ სივრცედაც იყენებდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი იყო.

2016 წლიდან კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეიქმნა. მართვაზე პასუხისმგებელი მოქმედი მენეჯმენტი იყო. არასახარბიელო ფინანსურ ვითარებასთან ერთად, ფონდისთვის პრობლემას ქმნიდა ის, რომ 2021 წლის პირველი აპრილიდან იცვლებოდა კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებდა გადახდისუნარობის საქმის წარმოებას. ამ მიზეზების გამო საპარტნიორო ფონდმა კომპანიის მენეჯმენტთან რამდენიმე წლიანი მოლაპარაკებები აწარმოა, მანამ სანამ სასამართლოში საქმე გადახდისუუნარობაზე აღიძვრებოდა. ცხადია ხაზარაძე ამ შემთხვევაშიც შეეცადა საქმისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა“ – ნათქვამია „იმედის კვირის“ სიუჟეტში. აქვე აღნიშნულია, რომ წარუმატებელი ბიზნეს პროექტისთვის „თიბისი კაპიტალმა“ 2017 წელს 2 მლნ დოლარის ობლიგაციები გამოსცა. ჰოლანდიელმა ინვესტორმა, რომელსაც ამ ეტაპზე კონფიდენციალურობის დაცვა სურს, ფასიან ქარალდებში 400 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

სიუჟეტის თანახმად, უცხოელი ინვესტორის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ კლიენტს კომპანიაში არსებულ ფინანსური მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიაწოდეს. დაზარალებული ევროპელი ინსვესტორების უფლებამდაცველები მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვლებენ ყურადღებას. „ყველაზე მთავარი ხაზარაძე ჯაფარიძის და „თიბისი კაპიტალის“ კავშირებია. ისმის მთავარი კითხვა, გამოსცემდა თუ არა ფასიან ქაღალდებს ბანკირების საკუთრებაში არსებული ფინანსური ორგანიზაცია იმ შემთვევაში, თუკი კრიზისში მყოფი „იმერეთი გრინერის“ მენეჯმენტში მათივე მფლობელები არ იქნებოდნენ? ჰოლანდიელი ინვესტორის უფლებადამცველებმა საქმის შესწავლის მოთხოვნით მარეგულირებელ ორგანოს – საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართეს, მოკვლევა დაწყებულია, სწორედ სებ-ის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული იურისტების სამომავლო სტრატეგიაც. დაზარალებული ბიზნესმენი პირველ რიგში საკუთარი ინვესტიციის დაბრუნებას ითხოვს, მისი უფლებადამცველები კი არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინაააღმდეგ საქმე პროკურატურაში წავიდეს. მოტყუებული ინვესტორი გაჩერებას არ აპირებს და საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად ბოლომდე ბრძოლას აანონსებს“ – ნათქვამია სიუჟეტში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,628 ნახვა