პოლიტიკა

„ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რომ ხმების გაყოფა არ მოუწიოს“ – ზურა ჯაფარიძე “ალტ-ინფოს” პარტიის გაუქმებაზე

კონსერვატიული მოძრაობის, “ალტ-ინფოს” პარტიის გაუქმებას “გირჩის” ლიდერი ეხმაურება – ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია საჯარო რეესტრმა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გააუქმა.

ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ მოტივი პოლიტიკურია, კერძოდ, ამ ქმედებით ივანიშვილი “პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს”.

ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ.

ცხადზე ცხადია, რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს.

არაფერი ამაში სასიხარულო არაა, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი ხედვები.

მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას.

და ის, რომ ალტ-ინფოს ლიდერები ციხეში უნდა ისხდნენ 5 ივლისის ორგანიზებისთვის, ამასთან არაფერ შუაშია”, – წერს გირჩი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა “ალტ-ინფოს” პარტია (კონსერვატიული მოძრაობა) გააუქმა. ამის შესახებ პარტიის დამფუძნებლები სოციალურ ქსელში წერენ. როგორც საჯარო რეესტრის დოკუმენტიდან ირკვევა, წარმოების დაწყების საფუძველი 2024 წლის 3 აპრილს ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა გახდა, სადაც მოთხოვილი იყო “კონსერვატიული მოძრაობის” პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,628 ნახვა