პოლიტიკა

ირაკლი ლატარია “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო კამპანიაზე: ცენზურას არქმევთ ევროპულს, გამჭვირვალობას კი რუსულს, არადა ყველამ კარგად ვიცით, თუ სად იმალება სიმართლე და რა გტკივათ

ცენზურას არქმევთ ევროპულს, გამჭვირვალობას კი – რუსულს… არადა ყველამ კარგად ვიცით, თუ სად იმალება სიმართლე და თუ რა გტკივათ რეალურად!!! დიდი, შავი ფული – არის ის ტკივილი, რამაც ზედმეტად შეგაწუხათ…. წერტილი.. – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში, “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე.

ლატარიას თქმით, ვერაფრით ხვდება, რატომ უჭერს თავის ქვეყანაში მხარს კანონს საფრანგეთის ელჩი, როცა საქართველოში იმავე კანონს არ ეთანხმება.

„ვერაფრით ვხვდები ერთ რამეს და ვინც ამას ახსნის, ( ოღონდ თუთიყუშივით ,,იი რუსული კანონია” -ს წივილით არა. აი, არგუმენტებით ვინც დამისაბუთებს და მიპასუხებს, თუ რატომ არის რუსული ის კანონი, რომელიც ამერიკაშიც მოქმედებს და ბევრად მკაცრად ვიდრე ჩვენთან აპირებენ) მადლობელი დაგრჩებით….. – ასევე ვინც მიპასუხებს, რატომ ხდება რომ საფრანგეთის ელჩი როცა უჭერს თავის ქვეყანაში მხარს კანონს, საქართველოში ის კანონი თურმე არ უნდა იყოს ? .. .. ძალიან მინდა მოგისმინოთ ყველას და მაქსიმალურად შევიდე თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ როგორ გამოვა ეს ამბავი არ ვიცი… როგორ გამოგყვეთ იმ წიოკში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ შავი ფულის ლობირებას ეწევით და ამ ყველაფერს ფუთავთ ,,გამჭვირვალობად”?… მთელი 9 წელი ადამიანებს ზუსტად ისე აწამებდით ციხეებში, როგორც ეს რუსულ ციხეებში ხდება და ამას არქმევდით დემოკრატიულობას და ახლაც იმავეს ცდილობთ – ცენზურას არქმევთ ევროპულს, გამჭვირვალობას კი – რუსულს… არადა ყველამ კარგად ვიცით, თუ სად იმალება სიმართლე და თუ რა გტკივათ რეალურად!!! დიდი, შავი ფული – არის ის ტკივილი, რამაც ზედმეტად შეგაწუხათ….წერტილი..“- წერს ლატარია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,595 ნახვა