უცხოური მედია

ავსტრიის კანცლერი: რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე მშვიდობა არ იქნება

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მიიყვანონ. ამის შესახებ უკრაინული მედია Spiegel-ზე დაყრდნობით იუწყება. 

ავსტრიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ რუსეთთან დიალოგის წარმოებით შეიძლება, ამიტომ მასთან მოლაპარაკება გარდაუვალია.

„რუსეთის გარეშე მშვიდობა არ იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნა ნეჰამერმა.

კანცლერმა, ასევე, გამოთქვა შეშფოთება, რომ ამ ომს აქვს იმის პოტენციალი, უფრო მასშტაბური და უკონტროლო გახდეს.

მისი თქმით, ომის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთგაგების გზების პოვნა მნიშვნელოვანი იქნება. კანცლერმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ უკრაინელ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროს. 

„უკრაინაში შეიჭრნენ [რუსული ძალები], რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერმა მხოლოდ უკრაინის მონაწილეობით შეიძლება, იმუშაოს“, – თქვა ნეჰამერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,389 ნახვა