პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ლაშა და გია ბუღაძეზე- ესენი ვის ეტოლებიან, რუსების თვითმფრინავის დანახვაზე მათმა ბელადმა ლამის ახალი მეტროსადგური გაიყვანა გორის მიწაზე და ლენინზე პორტრეტების ხატვაში პრემიები აქვთ აღებული

„ოღონდ ცალ ფეხზე მოხტუნავეთა და ყურმოჭრილ მონათა კავშირიდან არ გარიცხონ უცხოელმა პატრონებმა, ყველაფერზე მიდიან“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადების შესახებ ლაშა ბუღაძის ფეისბუქ სტატუსს.

„სიმართლე გითხრათ, წესით სულ არ უნდა გაინტერესებდეს უნიტაზზე მუზის მიმღებმა ლაშა ბუღაძემ რა თქვა, მაგრამ ყველას ხომ არ მოუსმენია და ვინც მოისმინა ან წაიკითხა ამ არსებების ნაბოდვარ-ნაცოდვილარი, ხომ უნდა იცოდეთ რაშია საქმე?! საქმე კი შემდეგშია, ფულის გულისთვის, სკამის გულისთვის თუ ცოტა გრძელი მიკროფონის ხელში დაჭერისათვის აი, ასეთი არსებები გამოდიან და მართლაც უკადრებელს კადრულობენ, უკადრებელს და გაუგონარს ჩვენთვის, თორემ მათთვის ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაცაა და მათი ცხოვრების წესი.

ოღონდ ცალ ფეხზე მოხტუნავეთა და ყურმოჭრილ მონათა კავშირიდან არ გარიცხონ უცხოელმა პატრონებმა ყველაფერზე მიდიან. არა, რა ესენი, ვის ეჭიმებიან ან ვის ეტოლებიან, რუსების თვითმფრინავის დანახვაზე მათმა ბელადმა ლამის ახალი მეტროსადგური გაიყვანა გორის მიწაზე, ლენინზე პორტრეტების ხატვაში პრემიები აქვთ აღებული, გუშინ ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეწირვა უნდოდათ რუსებთან ომში, დღეს ევროპელობას ვინ გვიმტკიცებენ, საღამოს კი ნეკა ფრჩხილს იზრდიან და დილით, კი დარცხვენილები ისევ იჭრიან. ცოტა აზრზე მოდით, ვის ახსენებთ ან ისტორიას ან ვის ურჩევთ საქმეს, წესით სირცხვილით ქუჩაში ვერ უნდა გამოდიოდეთ ისეთი საქმეები და ისეთ ხელისუფლება გაქვთ „გაპრავებული“, ყოველდღე სანთლებს უნდა ანთებდეთ, მაგრამ სად დაანთებთ ღმერთის თქვენ არ გწამთ და საშუალება რომ გქონდეთ ეკლესიებს დღესვე დაანგრევდით. მთელმა მავნებლებმა და რადიკალებმა სულ რომ უნიტაზის გარშემო ცალფეხზე იხტუნოთ, ეს გამჭირვალობის კანონი მაინც დამტკიცდება და სჯობს ახლავე რიგი დაიკავოთ , თორემ თქვენი ამბავი ხომ ვიცით, შეიძლება ერთმანეთს ასწრებდეთ დეკლარაციების შევსებას!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,640 ნახვა