პოსტები სოციალური ქსელიდან

ნინო კვაჭანტირაძე: გონზე არ ხართ იმ კანონში რა წერია, თქვენ რომ რუსულს ეძახით – დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რას სჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები

x

დღეს გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სრულიად არაპოლიტიკური სააღდგომო ხაჭოს პასკა გავაკეთე და ვთქვი, რომ ეს ბევრი წლის წინ(1992 წელს) მოსკოვში, პრეობრაჟენკას (ფერიცვალების) ეკლესიის დედამ მასწავლა თქო, აგერ ერთმა პატივცემულმა “სამშობლოს სიყვარულით დადაგულმა” დამამუნათა და გამილაწუნა – რას ჰქვია, მოსკოვი და პრეობრაჟენკა ახსენე, ეგ რუსული პროექტიაო, – წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, კიდევ უფრო მეტად სჯერა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში რა წერია, მისმა მოწინააღმდეგეებმა არ იციან. კვაჭანტირაძის თქმით, დროა, გამჭვირვალე იყოს, ვინ რისი გამკეთებელია და სინამდვილეში ვინ არის რუსეთის მეხოტბე.

„დღეს გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სრულიად არაპოლიტიკური სააღდგომო ხაჭოს პასკა გავაკეთე და ვთქვი, რომ ეს ბევრი წლის წინ(1992 წელს) მოსკოვში, პრეობრაჟენკას (ფერიცვალების) ეკლესიის დედამ მასწავლა თქო, აგერ ერთმა პატივცემულმა „სამშობლოს სიყვარულით დადაგულმა“ დამამუნათა და გამილაწუნა- რას ჰქვია, მოსკოვი და პრეობრაჟენკა ახსენე, ეგ რუსული პროექტიაო,… უკაცრავად კი ვარ, მაგრამ იქნებ ამიხსნა, რა უბედურებაა ეს რუსული პროექტი, სად ვეძებო რუსული აგენტურა და ფესვები – „ქუხნაში“ თასში თუ ხაჭოში… თქვენ მართლა. ხომ არ გაკლიათ, თუ ერთად გარეკეთ კვახჭირის ფაეტონივით?

ახლა კიდე უფრო მჯერა, რომ გონზე არა ხართ იმ კანონშიც რა წერია, თქვენ რომ რუსულს უძახით და კიდევ ერთი მთავარი, თუკი რამ კარგია, რაც ჩემს ქვეყანას წაადგება, გინდ რუსული იყოს, გინდ სპარსული, გინდ კამპუჩიური, დიახაც, გადმოვიწერ და გავიზიარებ. დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რისი გამკეთებლები ხართ და რას სჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები, მანამდე არ ჭამოთ რუსული პროექტის ხაჭოს პასკა!!! არა რუსეთს, ბოროტებას. ოკუპაციას და არა ცრუპატრიოტებს!!!“ – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,275 ნახვა