პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: მეგობარი ქვეყნიდან იყო დაფინანსებული სამარცხვინო ISFED-ი, პარალელური დათვლები რომ გააყალბა – როგორ უნდა დაუჭიროს მხარი ადამიანმა იმ ენჯეოებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში?

მეგობარი ქვეყნიდან არ იყო დაფინანსებული სამარცხვინო ISFED-ი, პარალელური დათვლები რომ გააყალბა? ამ ინციდენტის შემდეგ, როგორ უნდა დაუჭიროს მხარი ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა იმ ენჯეოებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში? – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდის საფრთხე რუსეთიდან, ევროპიდან თუ ამერიკიდან, ქვეყნის მტრები ყველგან არიან და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ინფორმაცია დონორისგან ჩარიცხული თანხის მიზნობრიობის შესახებ.

„მეგობარი ქვეყნიდან არ იყო დაფინანსებული სამარცხვინო ISFED-ი, პარალელური დათვლები რომ გააყალბა? ამ ინციდენტის შემდეგ, როგორ უნდა დაუჭიროს მხარი ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა იმ ენჯეოებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში? რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის საფრთხე რუსეთიდან, ევროპიდან თუ ამერიკიდან, ჩვენი ქვეყნის მტრები ყველგან არიან. რას ითხოვს გამჭვირვალეობის კანონი, მხოლოდ დონორისგან ჩარიცხული თანხის მიზნობრიობის გასაჯაროებას, ეს არის და ეს. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ხომ მაქვს უფლება ვიცოდე, რაში ხარჯავს ფულს, რამდენს იპარავს გიგაური, დოლიძე, ლომჯარია და ა.შ.“- წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,322 ნახვა