პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: კარგია, რომ “გამჭვირვალობის კანონი” გვექნება, რადიკალების ნახევარი უფრო გაცოფდება და მეტ სიბრიყვეს შემოგვთავაზებს, მეორე ნახევარი კი დაჯდება და დეკლარაციას დაწერს, დაწერს კი არა ჩააწიკწიკებს

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „გამჭვირვალობის კანონმა“ სრულიად ოპოზიცია, არასამთავრობოები და მათ მხარდამჭერები ჭკუიდან გადაიყვანა ისაა, რომ მათ იციან რომ ეს კანონი ნამდვილად დამტკიცდება, შედეგად კი ყველას მოუწევს დეკლარაციის შევსებაც და ხარჯების მიზნობრიობის ახსნაც, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, მუქარა, რომ დასავლეთი “ქართულ ოცნებას” დასჯის სიცრუეა. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ოპოზიცია დადიოდა ევროპელებთან და ეხვეწებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „გამჭვირვალობის კანონმა“ სრულიად ოპოზიცია, არასამთავრობოები და მათ მხარდამჭერები ჭკუიდან გადაიყვანა, ისაა რომ მათ იციან რომ ეს კანონი ნამდვილად დამტკიცდება, შედეგად კი ყველას მოუწევს დეკლარაციის შევსებაც და ხარჯების მიზნობრიობის ახსნაც. რაც შეეხება, მათ მუქარას რომ დასავლეთი დაგვსჯის, უფრო სწორად “ქართულ ოცნებას” დასჯის კიდევ ერთი სიცრუეა, უფრო მეტიც დიდი ბლეფია. მაგალითად, სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა ამბობენ, რომ ამერიკელები “ოცნების პოლიტიკოსებს” სანქციებს დაუწესებენ, ეს პირიქით ოპოზიციას უნდა უხაროდეს, აქ კი მათ გააფთრებას და მგონი გულდაწყვეტასაც ვხედავთ, უცნაურია არა?! ასევე ამბობენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირში არ მიგვიღებენ, აქაც რა სწყინს ოპოზიციას გაუგებარია, სწორედ ოპოზიცია არ დადიოდა ევროპელებთან და არ ეხვეწებოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ?! მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო, ცალკე ოპოზიციამ, ცალკე არასამთავრობოებმა, ცალკე მთავარმავნებელმა სალომე ზურაბიშვილმა ხომ გააგებინეს მთელ მსოფლიოს რა ცუდი, ანტიდასავლური და უფრო მეტიც პრო-რუსული ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, ახლა რაღას ნერვიულობენ?! აგერ არის არჩევნები და ხალხიც ხომ შესაბამის არჩევანს გააკეთებს და ხმას იმას და იმათ მისცემს ვინც მათ სურთ და მოსწონთ, მაგრამ … მაგრამ აი, მაშინ რას იზამენ, თუ ხალხმა მავნებლებს, რადიკალებს, ცრუპენტელებს და დეზინფორმატორებს ისევ ეს ხელისუფლება არჩია, მაშინ ხალხსაც რუსებად და ანტიევროპულებად გამოაცხადებენ, თუ უფრო”სერიოზულ” სიბრიყვეს მოიგონებენ?!

ძალიან კარგია, რომ გამჭვირვალობის კანონი გვექნება, დარწმუნებული ვარ რადიკალების ნახევარი უფრო გაცოფდება და მეტ სიბრიყვეს შემოგვთავაზებს, მეორე ნახევარი კი დაჯდება და დეკლარაციას დაწერს, დაწერს კი არა ჩააწიკწიკებს, ჩააწიკწიკებს აბა რას იზამს…“, – წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,270 ნახვა