პოლიტიკა

სამეფო უბნის თეატრის რეჟისორი დათა თავაძე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „რუსული კანონი“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასოდეს არ იყოს საქართველოში

სამეფო უბნის თეატრის რეჟისორმა დათა თავაძემ სცენიდან მაყურებელს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს „გამჭვირვალობის კანონის“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის არ მისაღებად.

მისი თქმით, „ენა, რომელიც ბრაზს ვერ გამოხატავს, ენა არ არის“ და ამ ენაზე ილაპარაკა ლაზარემ მისი ქმედებით. მანვე აღნიშნა, რომ ასევე თავისუფლებას იმსახურებს ლევან ზურაბაშვილი, რომელიც 2023 წლის 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კანონი არ გავიდეს. კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთეთ შარშან. ამაში დარწმუნებული ვარ და ჩვენი ერთიანობის იმედი მაქვს. ერთადერთი ასევე უნდა ვთქვათ, რომ ლაზარესავით ამ სპექტაკლში არის ასეთი რეპლიკა „ენა, რომელიც ბრაზს ვერ გამოხატავს, ენა არ არის“ – ლაზარემ სწორედ ამ ენაზე ილაპარაკა, ეს იყო მისი რეაქცია, რეაქცია ენით, რომლითაც სხვანაირად თითქოს შეუძლებელი იყო უბრალოდ დაპირისპირება იმასთან, რასაც ჩვენ ყველა ვხედავდით. ასეთივე ადამიანია ლევან ზურაბაშვილი, რომელსაც ასევე 9 წელი მიუსაჯეს იმ სამი განცხადებისთვის, რომელიც ნახსენები იყო ამ სპექტაკლში – თავისუფლება ლევანს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ საშინელი, ამაზრზენი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასოდეს საქართველოში არ იყოს“, – განაცხადა დათა თავაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,380 ნახვა