საგარეო პოლიტიკა

ბაიდენი: აშშ დაეხმარა ისრაელს ირანის მიერ გაშვებული თითქმის ყველა დრონისა და რაკეტის ჩამოგდებაში

J

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ დაეხმარა ისრაელს ირანის მიერ გაშვებული თითქმის ყველა დრონისა და რაკეტის ჩამოგდებაში.

„უმკაცრესად ვგმობ ამ თავდასხმებს. ახლახან ვესაუბრე [ისრაელის] პრემიერ-მინისტრ [ბენიამინ] ნეთანიაჰუს. კიდევ ერთხელ დავადასტურე ამერიკის მტკიცე ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. ვუთხარი მას, რომ ისრაელმა გამოავლინა თავდაცვის შესანიშნავი უნარი და მკაფიო მესიჯი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ მათ არ შეუძლიათ რეალურად საფრთხე შეუქმნან ისრაელის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, საჰაერო თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა.

„ხვალ მოვიწვევ G7-ის ლიდერების სხდომას ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე ერთიანი დიპლომატიური პასუხის შესათანხმებლად. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვიქნებით ისრაელის ლიდერებთან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ არ გვინახავს თავდასხმები ჩვენს ძალებზე ან ობიექტებზე, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად ყველა საფრთხის მიმართ და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ხალხის დასაცავად“, – დასძინა მან.

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.

მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,452 ნახვა