პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ხელისუფლებაში აღარ არიან ქვეყნის გამყიდველები, ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებების მიმღებები, ვუსმენდი ირაკლი კობახიძეს და ვიყავი ამაყი, ეს იყო ღირსეული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერის პასუხი კანცლერის მიმართ უსამშობლოები ზურაბიშვილიდან-ნათელაშვილამდე!!!

აღარ დამთავრდა ორკესტრირებული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა. ამჯერად, არც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იყო გამონაკლისი, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება პრემიერ ირაკლი კობახიძის და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრას და ამ შეხვედრაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციებს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, აღარ არის ის დრო, როდესაც ხელისუფლებაში ქვეყნის გამყიდველები და საზიანო გადაწყვეტილებების უპირობო მიმღებები იყვნენ.

“უსამშობლოები ზურაბიშვილიდან-ნათელაშვილამდე!!! აღარ დამთავრდა ორკესტრირებული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა. ამჯერად, არც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იყო გამონაკლისი. ის რაც შეიძლება მათთვის, არ შეიძლება ჩვენთვის, ასე უყურებენ ჩვენს ქვეყანას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე დაგვაბრუნონ იმ დროში, როცა უპირობოდ სრულდებოდა მათი ბრძანებები. იმას ვერ ხვდებიან, რომ აღარ არის ის დრო, ხელისუფლებაში აღარ არიან ქვეყნის გამყიდველები, ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებების უპირობო მიმღებები. ვუსმენდი ირაკლი კობახიძეს და ვიყავი ამაყი. ეს იყო ღირსეული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერის პასუხი კანცლერის მიმართ. ამ ურთულეს პერიოდში, როცა არ ვიცით რა გველოდება ხვალ, უმნიშვნელოვანესია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.” – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,577 ნახვა