პოლიტიკა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა- ვიდეო

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

იმ დროს, როდესაც საკითხზე მომხსენებლი, მამუკა მდინარაძე ტრიბუნასთან იდგა, მასთან დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ალეკო ელისაშვილსაც მიაყენეს ფიზიკური შერაცხყოფა.

ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,709 ნახვა