პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში

ფრანგმა გაიგო, მოეწონა კიდეც და უკვე მიღებული აქვს ქვედა პალატას და მიიღებს სავარაუდოდ ზედა პალატითაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში.

„შეცდომაც კი ჰქონდათ დაშვებული, დაინიცირებულ პროექტში, ევროპის ქვეყნებიც კი იყო დაფარვის ზონაში კანონის. სიმკაცრეზე რომ ლაპარაკობთ, საფრანგეთში ალგორითმულ ტექნიკაზე დაფუძნებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები დაშვებულია ერთადერთ შემთხვევაში, ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და მეორე დაუშვეს ამ კანონის მიზნებთან მიმართებაში. მეტი სიმკაცრე რა გინდათ და ჩვენ მონიტორინგი 6 თვეში რატომაა და ერთ წელიწადში რატომ უნდა შეავსოს დეკლარაცია ამაზე ვლაპარაკობთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,527 ნახვა