პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: კანონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს – ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ის ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან 20%-ზე მეტით უცხო ქვეყნიდან იყოს ყველასთვის ცნობილი

მიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს, სხვანაირი არ არსებობს და საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში კანონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს – ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ის ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან 20%-ზე მეტით უცხო ქვეყნიდან იყოს ყველასთვის ცნობილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „გამჭვირვალობის კანონზე“ განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს, სხვანაირი არ არსებობს და საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში.

„ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. საერთოდ მე არ მესმის რას ნიშნავს რუსული. კანონი, რომელზეც ჩვენ შარშანაც ვმუშაობდით და წელსაც არაერთხელ განმარტება გაკეთდა, ჩვენ გეუბნებით, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს. სხვანაირი არ არსებობს, თქვენ საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი, იმას რასაც ხალხი აპროტესტებს“ – აღნიშნა ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,523 ნახვა