პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი – მოქალაქეებს მოვუწოდებ: თუ თქვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გინდათ, მოდით პარლამენტთან, უთხარით „არა“ რუსულ კანონს

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ: თუ თქვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გინდათ, მოდით საქართველოს პარლამენტთან დღეს და უთხარით „არა“ რუსულ კანონს და „კი“ თქვენი შვილების ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაგრამ ეს რომ მოხდეს, „ევროპელი მეგობრების მხარდაჭერასთან ერთად, ქართველი ხალხის მტკიცე პოზიცია სჭირდება“.

„მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს. ვნახეთ, რომ ევროპის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, გერმანიის კანცლერმა ქართველი ხალხის და ქვეყნის დიდმა მეგობარმა და მოკავშირემ გაგვაფრთხილა: მიიღებთ ამ კანონს და შეგიძლიათ დაივიწყოთ თქვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. შარშან, მარტში ერთად ვიბრძოლეთ და შევაჩერეთ „ქართული ოცნების“ საბოტაჟი და დღეს საქართველო არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ის, რაზეც ვერ ვიოცნებებდით რამდენიმე წლის წინ. ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და შეუქცევადადა ვაქციოთ ჩვენი ევროპული მომავალი, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამას ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერასთან ერთად, ქართველი ხალხის მტკიცე პოზიცია სჭირდება. ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვიყავი, როდესაც იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. უკრაინელ ხალხს რომ ძალიან ხმამაღლა არ ეთქვა, რომ იანუკოვიჩის პოლიტიკურ ნებას არ ემორჩილება და ირჩევს ევროპულ მომავალს, ვერანაირი მხარდაჭერა მათ ვერ დაეხმარებოდა ევროკავშირიდან, ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის როლი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას მიეცით ხმა უკანასკნელ არჩევნებში, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ: თუ თქვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გინდათ, მოდით საქართველოს პარლამენტთან დღეს და უთხარით: “არა” რუსულ კანონს და “კი” თქვენი შვილების ევროპულ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს, ამ ქვეყნის შემდეგი თაობების მომავალი თითოეული თქვენგანის ხელშია. არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ აქტიური მოქალაქეები ჩვენი საყვარელი სამშობლოსი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,554 ნახვა